კაცხის მონასტერი
ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, ქართულ სოფელში უჩვეულო მხოლოდ
ქვის სვეტია რომელზეც ულამაზესი ეკლესიაა აგებული.ჭიათურიდან 11 კილომეტრში მდებარეობს სოფელი კაცხი.სოფელი
ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XI საუკუნეში. „კაცხის
ციხე“თავდაპირველად სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა XVII საუკუნის
60-იანი წლებიდან აბაშიძეთა ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა, XVIII
საუკუნის 50-იანი წლებიდან კვლავ სამეფო ხელისუფლების განმგებლობაშია.
ციხის
ნანგრევები შემორჩენილია მდინარე კაცხურის მარჯვენა ნაპირზე. სოფლის
ცენტრში აღმართულია X-XI სს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი კაცხის
ტაძარი.სიმაღლე 40 მეტრია.
კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და
ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ
გვხვდება.კაცხში ინახებოდა უნიკალური ძეგლი – ტყავზე დაწერილი სახარება.
თვალწარმტაცად მოკაზმული, რომელიც ექვთიმე ათონელს უთარგმნია 1059 წელს;
„მატიანე ქართლისაის“ ცნობით, კაცხის მონასტერში არიან დასაფლავებული
ერისთავთ-ერისთავები: რატი ბაღვაში, ლიპარიტ ბაღვაში (ბერობაში ანტონი).
ისეთი ცნობილი პიროვნებები როგორებიც იყვნენ: იმერეთის მეფე გიორგი V,
სვიმონ აბაშიძე, არგვეთის მთავარი ლევან აბაშიძე, დავით იოანეს ძე
ლიონიძე.
ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე.899 წელს
დაიწყო მისი მშენებლობა ხოლო დამთავრებულა ბაგრატის მეფობის ბოლოს – 1010
–1014 წელს გადმოცემით, იგი ორჯერ დაუწვავთ და ისევ აღუდგენიათ.
No comments:
Post a Comment