Wednesday, January 30, 2013

წილკანი

სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი ერედა.) მდებარეობს მუხრანის ვაკეზე, მდინარე ნარეკვავის მარცხენა მხარეს. მცხეთიდან 10 კმ.

სოფლის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. აქ იყრიდა თავს ქართლ-კახეთისა და ერწოს გზები. VI საუკუნეში წილკანში მოღვაწეობდა ისე წილკნელი, ერთ-ერთი 12 ასურელი მამათაგანი. ტრადიცია მას მიაწერს სარწყავი არხის - „წილკნის რუს“ მშენებლობას. მთიანეთში ქრისტიანობის გავრცელების დროს შეიქმნა წილკნის საეპისკოპოსო. მასში შედიოდა მუხრანი, ბაზალეთი, მთიულეთი, გუდამაყარი და ხევი. VIII-IX საუკუნეებში წილკანი ხან ქართლის, ხან კახეთის შემადგენლობაშია. მის მითვისებას ცდილობდნენ მუხრანის ერისთავები ძაგანისძეები. XI საუკუნეში ერისთავის ძმამ მოდესტომ წილკნის საეპისკოპოსოს ყმა-მამული მიიტაცა. დავით აღმაშენებელმა მოტაცებული მიწები კვლავ საეპისკოპოსოს დაუბრუნა. XI საუკუნის 60-იან წლებში ბაგრატ IV-მ წილკანთან დაამარცხა და გააქცია განძის ამირა ფადლონი. XVII-XVIII საუკუნეებში წილკანი თურქთა, ყიზილბაშთა და განსაკუთრებით ლეკთა თარეშმა დიდად დააზარალა.

No comments:

Post a Comment